ეკოლოგია
მარტში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 809 ფაქტი დაფიქსირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 809 ფაქტი გამოავლინეს.525 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 135 - ბათუმში, 85 - ქუთაისში, 64 კი - რუსთავში.ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ინსპექტორები ქვეყნის ოთხ ქალაქში გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებენ. კონტროლის დაწყებიდან დღემდე, გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, შეძენილ იქნა ჰიბრიდული ავტომობილები. ეკიპაჟები აღჭურვილია შესაბამისი გამზომი ხელსაწყოებით. პერიოდულად ხდება თანამშრომლების გადამზადება. დეპარტამენტის თანამშრომლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, უფრო მეტ ლოკაციაზე, მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმება შეძლონ. შედეგად, კონტროლი გახდა უფრო მასშტაბური და ეფექტიანი.

2026 წლის თებერვალში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 831 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 831 ფაქტი გამოავლინეს.489 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 138 - ბათუმში, 126 - ქუთაისში, 78  - რუსთავში.ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ინსპექტორები ქვეყნის ოთხ ქალაქში გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებენ.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარატამენტი ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი -  გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილულ გამონაბოლქვს 2023 წლის სექტემბრიდან ამოწმებს. კონტროლის ღონისძიებების განხორცილებიდან რამდენიმე თვეში ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, დეპარტამენტმა  შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი დაიწყო.  სატრანსპორტო სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გამოვლენის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, შეძენილ იქნა ჰიბრიდული ავტომობილები, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური გამზომი ხელსაწყოებით. დეპარტამენტის თანამშრომლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, უფრო მეტ ლოკაციაზე და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმება შეძლონ. შედეგად, კონტროლი გახდა უფრო მასშტაბური და ეფექტიანი. შედეგად, 2026 წლის პირველ 2 თვეში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 1417 ფაქტი გამოავლინა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2025 წელს ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 6016 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 6016 ფაქტი გამოავლინეს.3448 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 1089 - ბათუმში, 837 - ქუთაისში, 642  - რუსთავში.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარატამენტი ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი -  გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილულ გამონაბოლქვს 2023 წლის სექტემბრიდან ამოწმებს. კონტროლის ღონისძიებების განხორცილებიდან რამდენიმე თვეში ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, დეპარტამენტმა  შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი დაიწყო.  სატრანსპორტო სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გამოვლენის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, შეძენილ იქნა ჰიბრიდული ავტომობილები. დღეისათვის, გამონაბოლქვის კონტროლს დეპარტამენტის 15 ეკიპაჟი ახორციელებს. ეკიპაჟები აღჭურვილია შესაბამისი გამზომი ხელსაწყოებით. პერიოდულად ხდება თანამშრომლების გადამზადება. დეპარტამენტის თანამშრომლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ უფრო მეტ ლოკაციაზე და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმება შეძლონ. შედეგად, კონტროლი გახდა უფრო მასშტაბური და ეფექტიანი; დაფიქსირდა ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი  - 2024 წელს დეპარტამენტმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 5562 ფაქტი გამოავლინა; 2025 წელს კი, დეპარტამენტის  თანამშრომლებმა, ოთხ მსხვილ ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი) გაცილებით მეტი მანქანის შემოწმება და 454-ით მეტი ფაქტის გამოვლენა მოახდინეს.

სოლომონ პავლიაშვილი უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, ჩაბა გონდოლას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, სახელმწიფო მდივანს, ჩაბა გონდოლას შეხვდა.სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას უნგრეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გაწეული საერთაშორისო მხარდაჭერისთვის.სოლომონ პავლიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ძალისხმევას, რასაც საქართველო საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნათა შესრულების მიზნით ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო რეფორმებზე, რომლებიც უკავშირდება ნარჩენების მართვას და ცირკულარულ ეკონომიკას. საუბარი შეეხო პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურების პრევენციისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვის კუთხით განხორციელებულ აქტივობებს.სოლომონ პავლიაშვილმა უნგრელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, როგორც პლასტმასით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ, ასევე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შემოღების მიზნით, ისეთ სექტორებში, როგორიც არის ხმარებიდან ამოღებული ავტომობილები და შეფუთვის ნარჩენები. ამ პროცესში უნგრეთის გამოცდილების გაზიარება ღირებული იქნება.უნგრელი კოლეგა მიესალმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებს და დეტალურად ისაუბრა უნგრეთის ნარჩენების მართვის მექანიზმის ფუნქციონირების შესახებ. უნგრელმა კოლეგამ მზადყოფნა გამოთქვა გამოცდილების გაზიარებისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის შესახებ პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ავტომობილთა იმპორტიორებს შეხვდა. შეხვედრაზე ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის საკითხები განიხილეს.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაციით და შეჯერებული პოზიციებით იყოს განხორციელებული.„ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად, მიღებული გვაქვს 4 ტექნიკური რეგლამენტი, რომლებიც ეხება ბატარეებს, აკუმულატორებს, საბურავებს, ელექტრო და ელექტრონულ ნარჩენებს და ნარჩენ ზეთებს. ერთ-ერთ გამოწვევად რჩება ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვა - ლოგისტიკა, დახარისხება, სეპარირება, რეციკლირება. სწორედ აღნიშნული საკითხები განვიხილეთ ავტომობილების იმპორტიორებთან სამუშაო შეხვედრაზე. ვგეგმავთ ამ მიმართულებით ყველა ჩართულ მხარესთან მუშაობას, რათა ტექნიკური რეგლამენტის მიღებამდე, თითოეული საკითხი კერძო სექტორთან, ბიზნესთან იყოს შეთანხმებული. მინდა აღვნიშნო, რომ ნარჩენების მართვა გარემოს დაცვის მნიშვნელოვანი მდგენელია. ამასთან ერთად, გარემოზე ზრუნვა ბიზნესსექტორის მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ინაური, ასევე, სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიზანია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებებისა და აღნიშნული ნარჩენების მართვის წესების განსაზღვრა, ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია, ხელახალი გამოყენების, რეციკლირების ან სხვაგვარად აღდგენის უზრუნველყოფა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, დარიშხანის შემცველი ნარჩენების სარკოფაგის მოწყობის წელს დაგეგმილი სამუშაოები დასრულდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, 50 500 მ3 მოცულობის  დარიშხანის შემცველი ნარჩენების კონსერვირებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარკოფაგის მოწყობის მიმდინარე წლის  სამუშაოები დასრულდა.სარკოფაგში განთავსდა ცანა 3-ზე არსებული დარიშხანის შემცველი ნარჩენები. მოეწყო სარკოფაგის ქვაბული, პროექტით გათვალისწინებული ყველა საჭირო ფენით (გეოტექსტილი, ქვიშა, გეომემბრანა) და სადრენაჟო/სავენტილაციო სისტემით. საცავის  გარშემო მოეწყო დამცავი ბერმა. სამუშაოების ბოლო ეტაპზე სარკოფაგი გადაიხურა დამცავი ფენებით."2025 წლის დასკვნით სამუშაოებს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი ადგილზე გაეცნენ.2026 წელს დაგეგმილია  ცანა 1-სა და ცანა 2-ის ტერიტორიებზე არსებული დაბინძურებული დარიშხანის შემცველი ნარჩენებით სარკოფაგის სრულად შევსება, რის შემდეგაც, სარკოფაგი სრულად გადაიხურება პროექტით გათვალისწინებული დამცავი ფენებით.  ბოლო ეტაპზე, დაბინძურებული ნარჩენებისგან გათავისუფლებული ტერიტორიების სრული რეკულტივაცია მოხდება.სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად, ლენტეხის მუნიციპალიტეტი სრულიად გაიწმინდება დარიშხანის შემცველი ნარჩენებისგან,"-ნათქვამია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აგვისტოში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 394 სამართალდარღვევა გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2025 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 394 ფაქტი გამოავლინეს. ყველაზე მეტი, 203 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 83 - ბათუმში, 78 - ქუთაისში, 30 - რუსთავში. 394 სამართალდარღვევიდან 346 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 48 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.აღსანიშნავია, რომ 200 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 184 - მიკროავტობუსის, 10 კი, სატვირთო ავტომობილის მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი.  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 8 თვეში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 3327 ფაქტი გამოავლინეს.ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულება დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. შესაბამისად, არაერთი მიზნობრივი ღონისძიება ხორციელდება. ქვეყნის 4 მსხვილ ქალაქში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი მიმდინარეობს. პარალელურად, დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხსაც რეგულარულად აკონტროლებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. გარდა ამისა, საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციის მიზნით, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 36 უმსხვილეს საწარმოს სისტემა უკვე დანერგილი აქვს. კომპლექსური ღონისძიებები ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანას უწყობს ხელს. 

ივლისში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 518 სამართალდარღვევა გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2025 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 518 ფაქტი გამოავლინეს.ყველაზე მეტი, 234 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 108 - ქუთაისში, 102 - ბათუმში, 74 კი - რუსთავში.518 სამართალდამრღვევიდან 459 ფიზიკური პირია, 59 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.აღსანიშნავია, რომ 286 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 207 - მიკროავტობუსის, 23 სატვირთო ავტომობილის, 2 კი ავტობუსის მძღოლების/მფლობელების მიერააა ჩადენილი.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 7 თვეში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 2933 ფაქტი გამოავლინეს.ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულება დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. შესაბამისად, არაერთი მიზნობრივი ღონისძიება ხორციელდება. ქვეყნის 4 მსხვილ ქალაქში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი მიმდინარეობს. პარალელურად, დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხსაც რეგულარულად აკონტროლებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. გარდა ამისა, საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციის მიზნით, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 36 უმსხვილეს საწარმოს სისტემა უკვე დანერგილი აქვს. კომპლექსური ღონისძიებები ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანას უწყობს ხელს.

ივნისში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 475 სამართალდარღვევა გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2025 წლის 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 475 ფაქტი გამოავლინეს.ყველაზე მეტი, 215 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 99 - ქუთაისში, 91 - ბათუმში, 70 კი - რუსთავში.475 სამართალდარღვევიდან 415 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 60 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.აღსანიშნავია, რომ 270 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 185 - მიკროავტობუსის, 19 სატვირთო ავტომობილის, 1 კი ავტობუსის მძღოლების/მფლობელების მიერააა ჩადენილი.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 6 თვეში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 2415 ფაქტი გამოავლინეს.ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულება დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. შესაბამისად, არაერთი მიზნობრივი ღონისძიება ხორციელდება. ქვეყნის 4 მსხვილ ქალაქში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი მიმდინარეობს. პარალელურად, დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხსაც რეგულარულად აკონტროლებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. გარდა ამისა, საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციის მიზნით, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 36 უმსხვილეს საწარმოს სისტემა უკვე დანერგილი აქვს. კომპლექსური ღონისძიებები ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანას უწყობს ხელს.

მაისში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 503 სამართალდარღვევა გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 503 ფაქტი გამოავლინეს.ყველაზე მეტი, 226 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 110 - ბათუმში, 88 - რუსთავში, 79 კი - ქუთაისში.503 სამართალდარღვევიდან 441 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 62 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.292 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 193 - მიკროავტობუსის, 18 კი, სატვირთო ავტომობილის მძღოლების/მფლობელების მიერააა ჩადენილი.აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის ხუთ თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 1940 სამართალდარღვევა  გამოავლინეს.ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულება დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. შესაბამისად, არაერთი მიზნობრივი ღონისძიება ხორციელდება. ქვეყნის 4 მსხვილ ქალაქში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი მიმდინარეობს. პარალელურად, დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხსაც რეგულარულად აკონტროლებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. გარდა ამისა, საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციის მიზნით, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 36 უმსხვილეს საწარმოს სისტემა უკვე დანერგილი აქვს. კომპლექსური ღონისძიებები ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანას უწყობს ხელს.