გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს.ქვეყნის მასშტაბით ბრენდირებული და არაბრენდირებული 85 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულია ბენზინის 20 და დიზელის საწვავის 65 სინჯი. ნიმუშებს ლაბორატორიული შემოწმება შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩაუტარდა.ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ბენზინის არც ერთ სინჯში დარღვევა არ გამოვლინდა. რაც შეეხება დიზელს, საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა 13 სინჯში. დიზელის საწვავის სინჯებში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობისა და აფეთქების ტემპერატურის ხარისხობრივი მაჩვენებლის მნიშვნელობა.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 91 პრიმა 3 მუხლის მესამე ნაწილით შეადგინეს. ჯარიმების ჯამური ოდენობა 1 მილიონ ლარზე მეტია. ჯარიმების ჯამური ოდენობა 1 მილიონ ლარზე მეტია. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნა.„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. აღსანიშნავია, რომ საწვავის ხარისხის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის ფაქტების კლების ტენდენცია შეინიშნება. ასევე, ბოლო წლებში, საწვავში არ ფიქსირდება ისეთი ტოქსიკური მძიმე ლითონის შემცველობა, როგორიცაა ტყვია. ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით, დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხს მიმდინარე წელსაც შეამოწმებს და, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.
2026 წლის 20 თებერვალს, თბილისში, სოკარი გეგმავს სამხრეთ კავკასიაში პირველი სრულად ელექტრო დამტენი სადგურის გახსნას, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს რეგიონის ენერგეტიკულ ტრანსფორმაციაში და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის გრძელვადიან ერთგულებას განახლებადი ენერგიის, ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების მიმართ.ახალი ელექტრო სადგური განკუთვნილია ექსკლუზიურად ელექტრომობილებისთვის და წარმოადგენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნაბიჯს ეკომეგობრული ტრანსპორტის განვითარებისა და საქართველოს ენერგეტიკული ტრანსფორმაციის დაჩქარების მიმართულებით. პროექტი სრულად შეესაბამება სოკარის ESG პრიორიტეტებსა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიას და ასახავს კომპანიის გლობალურ ხედვას გარემოზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით.სადგური აღჭურვილია ოთხი დამტენი ერთეულით, რაც უზრუნველყოფს ერთდროულად ექვსი ელექტრომობილის დამუხტვას. ორი დამტენი მუშაობს 120 კვტ სიმძლავრის სწრაფი დამუხტვის რეჟიმში, რაც შესაძლებელს ხდის ოთხი ელექტრომობილის სრულად დამუხტვას დაახლოებით 40 წუთში. კიდევ ორი დამტენი, 22 კვტ სიმძლავრით, განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც დროის გატარებას სადგურზე მდებარე ნულოვანი პლასტმასის კონცეფციის WAY MART-ის მაღაზიასა და კაფეში ამჯობინებენ.ელექტრო სადგური ნაწილობრივ მუშაობს მზის ენერგიაზე, რაც ადასტურებს სოკარის ამბიციას, გახდეს რეგიონის ლიდერი ენერგოეფექტური და ეკომეგობრული გადაწყვეტილებების დანერგვაში. ეს ინიციატივა ეფუძნება კომპანიის ფართომასშტაბიან განახლებადი ენერგიის პროექტებს საქართველოში. ამჟამად სოკარი ქვეყნის მასშტაბით უკვე ფლობს მზის პანელებს ექვს ავტოგასამართ სადგურზე და უახლოეს მომავალში გეგმავს მზის ინფრასტრუქტურის გაფართოებას სხვა ლოკაციებზეც.იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ელექტრომობილების ბაზარი ყოველწლიური ორნიშნა ზრდით ხასიათდება,ელექტრომობილების რაოდენობა, პროგნოზებით, გაიზრდება 2025 წლის 17,000-იანი მაჩვენებლიდან 70,000–80,000 ერთეულამდე 2030 წლისთვის. შესაბამისად გაიზრდება მოთხოვნა ელექტროდამტენებზე.სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება სოკარის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პრიორიტეტად იქცა. ამჟამად ელექტრომობილების დამტენი სადგურები ფუნქციონირებს სოკარის 15 ავტოგასამართ სადგურზე. გაფართოების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, რათა ქვეყნის მასშტაბით უფრო მეტმა მომხმარებელმა ისარგებლოს სანდო, ხელმისაწვდომი და ეფექტური დამუხტვის ქსელით.საქართველოში სრულად ელექტრო სადგურის გახსნა წარმოადგენს ამ ფართო ტრანსფორმაციის დღის წესრიგის ნაწილს და კიდევ ერთხელ ადასტურებს სოკარის, როგორც პროგრესული, საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიის პოზიციას, დაბალანსებული და მდგრადი ენერგეტიკული მომავლის განვითარების გზაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში საქართველოში მოქმედი საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.კომისიის სხდომაზე განიხილეს საქართველოში საწვავზე არსებული ფასები და მისი შესაძლო შემცირების რესურსი.აღინიშნა, რომ სასურსათო პროდუქციისგან განსხვავებით, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასები გაცილებით დაბალია, რაც მათ შორის განპირობებულია იმით, რომ აქციზის გადასახადი საქართველოში ევროპულ ქვეყნებში დაწესებულ შესაბამის გადასახადზე დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია, თუმცა ამის მიუხედავად, გარკვეული დისკუსია ფასების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით შესაძლებელია.მთავრობის მეთაურმა მოისმინა საწვავის კომპანიების წარმომადგენლების მოსაზრებები, როგორ აფასებენ ისინი ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, მიწოდების ჯაჭვის მუშაობას, ასევე ფასწარმოქმნის მექანიზმს.შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო რეჟიმში დიალოგი გაგრძელდება.სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით დისკუსია მომავალი კვირიდან საპარლამენტო კომისიის ფორმატში გადაინაცვლებს.შეგახსენებთ, რომ პრემიერმა 2025 წლის ბოლოს განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით შექმნილია სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, კომისიის წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. 28 იანვარს კომისია ფარმაცევტებს შეხვდა.
მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ - ბიზნესის მოლოდინებზე აგება არ შეიძლება, - ამის შესახებ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარემ ვახტანგ იობაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.მისი თქმით, სექტორი მთლიანად იმპორტირებულ პროდუქციაზეა დამოკიდებული და ამიტომ წინასწარ ფასების განსაზღვრა რთულია."მე ყოველთვის თავს ვიკავებ და წინასწარ არ ვაკეთებ განცხადებებს. ბიზნესის მოლოდინებზე აგება არ შეიძლება. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე ყოველ დღე იცვლება ფასები. შესაბამისად, რა და როგორ იქნება ამას განვსაზღვრავთ. ჩვენ დამოკიდებული ვართ ყიდვაზე და გაყიდვაზე. ჩვენი სექტორი მთლიანობაში დამოკიდებულია იმპორტირებულ პროდუქტზე, ამიტომ ჩვენ არ ვიცით იმ დღეს რა იქნება, პლაცების ფასი რა იქნება, ამიტომ მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ. დღეს მოვისმენთ მოსაზრებებს და შემდეგ განვსაზღვრავთ რა და როგორ იქნება. აქციზი ვის უნდა მოაკლდეს?! ის ხომ მოაკლდება სახელმწიფოს და მის სოციალურ ინსტიტუტებს?! ამიტომ აქციზის გამოკლება გამოსავალი მაინც და მაინც არ მგონია. ჩვენ გვეტყვიან ასე, მოვიქცევით ასე, დაგვიწერენ ასეთ კანონს და ვალდებულები ვართ დავემორჩილოთ", - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.შეგახსენებთ, რომ პრემიერმა 2025 წლის ბოლოს განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით შექმნილია სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, კომისიის წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. 28 იანვარს კომისია ფარმაცევტებს შეხვდა. დღეს კი საწვავის ფასებთან დაკავშირებით, პრემიერი ნავთობიმპორტიორებს ხვდება.
ქაოსური სტარტი მსოფლიოს სანავთობო ბირჟებზე - ასე აფასებენ ანალიტიკოსები 2026 წლის პირველ 2 კვირას, რა დროსაც მსოფლიოს მსხვილ სანავთობო ქვეყნებში კონფლიქტების ესკალაცია მოხდა.როგორც იცით, ყველაფერი ვენესუელაში დაიწყო: შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციამ და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავებამ - ნავთობის ბაზარზე მხოლოდ მოკლევადიანი და სუსტი რეაქცია გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელა მსოფლიოში ნავთობის უდიდეს მარაგებს ფლობს, ნედლი ნავთობის ფასები კარაკასში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. შემდგომ დღეებში, უკვე სიტუაცია ირანში დაიძაბა, დაიწყო ანტისამთავრობო გამოსვლები, მომიტინგეებსა და საპოლიციო ძალებს შორის შეტაკებები, დაიღუპა უამრავი ადამიანი და აღნიშნულ ქვეყანაში, მძიმე კრიზისი კვლავ გრძელდება. ცხადია, ნავთობის ფასზე ზეწოლა ამ ფაქტმაც მოახდინა და 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება გაიზარდა.თუმცა, როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ „თიბისი კაპიტალის“ გლობალური ბაზრების კვლევების უფროსი რატი კალანდარიშვილი აცხადებს, ეს ზრდა არ იყო ისე მასშტაბური, როგორიც მსგავს კრიზისებს ახასიათებს ხოლმე.მეტიც, დღეისათვის, 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი, დაახლოებით, 64 დოლარად ივაჭრება და როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, ეს არ არის მაღალი მატება.“მთავარი ფაქტორი, რის გამოც, გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა ნავთობის ფასი უფრო მეტად არ გააძვირა, გაზრდილი მიწოდებაა. ნავთობის მიმწოდებელ ქვეყნებში წარმოება გაზრდილია და მეტიც, გრძელვადიან პერსპექტივაში დარგის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ უკვე ნავთობის მარაგების ათვისება ვენესუელაშიც დაიწყოს. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების მოლოდინით, 2026 წლის ბოლოსთვის ნავთობის ღირებულება შემცირდება. კერძოდ, Goldman Sachs ელოდება, რომ ნავთობის ფასი 52 დოლარამდე ჩამოვა, J.P. Morgan-ის პროგნოზი კი 58 დოლარია“, - აღნიშნა რატი კალანდარიშვილმა.რაც შეეხება საწვავის ქართულ ბაზარს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ ირანსა და ვენესუელაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ადგილობრივ ბაზარზე ასახვა ჯერ არ ჰქონია, ვინაიდან ქვეყანა ნავთობპროდუქტების იმპორტს აღნიშნული ქვეყნებიდან არ ახდენს.„საქართველო საწვავს უმეტესად ევროპული სახელმწიფოებისგან იღებს. შესაბამისად, ბოლო თვეებია, საქართველოში არც ბენზინის და არც დიზელის საწვავი არ გაძვირებულა“,- განმარტა იობაშვილმა.ცნობისთვის, 2025 წლის განმავლობაში, საქართველოში, ჯამურად, 1 მილიონ 450 ათას ტონაზე მეტი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემს, თითქმის, 11%-ით აღემატება.bp.ge
საერთაშორისო სანავთობო ბირჟაზე ფასების მერყეობა, უმეტესად კი აღმასვლის ტენდენცია ისევ ნარჩუნდება.როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Galt & Taggart -ის ფინანსური ბაზრების ასოცირებულმა მკვლევარმა სერგი ყურაშვილმა განუცხადა, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, ამერიკამ რუსული ნავთობგიგანტები, Rosneft-ი და Lukoil-ი, ასევე მათი შვილობილი კომპანიები დაასანქცირა, ნავთობი ერთდღიან პერიოდში თითქმის 5.5%-ით გაძვირდა.დასანქცირების გადაწყვეტილების მიზეზი, აღნიშნული კომპანიების მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში, რუსეთისთვის დახმარების გაწევაა.ამ სანქციების გამოცხადების მომენტიდან ნავთობზე გაზრდილი ფასი, ფაქტობრივად, ამ დრომდე ნარჩუნდება და დღეისათვის, 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი 65 დოლარად ივაჭრება. თუმცა, მანამდე, კერძოდ, დაახლოებით, 2 კვირის წინ, ნავთობის ღირებულება შემცირებული იყო და მეტიც, მსხვილი საინვესტიციო ბანკები ელოდებოდნენ, რომ წლის ბოლომდე ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 60 დოლარსაც კი ჩამოსცდებოდა.სერგი ყურაშვილის ინფორმაციით, ამერიკის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, ეს პროგნოზი გადაიხედა და ანალიტიკოსების ნაწილის მოლოდინით, 2025 წლის ბოლოსთვის და 2026 წლის დასაწყისში, ნავთობის ღირებულება 60-დან 70 დოლარის დიაპაზონში იქნება. თუმცა, დარგის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ნავთობის ფასი წინა პროგნოზით გათვალისწინებულ მაჩვენებლებზეც ჩამოვიდეს, ვინაიდან, როგორც ისინი ამბობენ, მსოფლიოში ნავთობის მიწოდება გაზრდილია, რადგან OPEC პლუსის ქვეყნებმა წარმოება გაზარდეს.რაც შეეხება გასული კვარატლის მონაცემებს, 2025 წლის მესამე კვარტალში, ნავთობის ღირებულება 0.9%-ით იყო შემცირებული, რაც სწორედ მიწოდების ზრდასა და მოთხოვნის შესუსტებას უკავშირდებოდა.ადგილობრივ ბაზარზე კი, ჯერჯერობით, საერთაშორისო სანავთობო ბირჟებზე ამჟამად არსებული ფასების მერყეობა არ ასახულა. მეტიც, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ საქართველოსთვის ბენზინის მომწოდებელ ევროპულ სახელმწიფოებში, როგორებიცაა მაგალითად - რუმინეთი, კვიპროსი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ასევე მალტა, ბოლო 1 თვიან პერიოდში, პრემიუმის ტიპის საწვავი გაიაფდა და ეს ქართულ ბაზარზეც აისახა. კერძოდ, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი ამბობს, პრემიუმი 5 თეთრით არის გაიაფებული, თუმცა სხვა ტიპის საწვავზე ფასები არ შეცვლილა.საბოლოო ჯამში, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ იმასაც, რომ ამ დროისთვის, ფასების კუთხით, ქართულ ბაზარზე სტაბილური ვითარებაა, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ რუსული ნავთობგიგანტების - Rosneft-ისა და Lukoil-ის დასანქცირებამ, ფასების რყევები ნავთობპროდუქტების მომწოდებელ ჩვენს ქვეყნებშიც გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, ქართველ ნავთობიმპორტიორებს საწვავის ფასებთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება უჭირთ.ცნობისთვის, საქართველოში ნავთობპროდუქტებს იმპორტი ზრდის ტრენდს ინარჩუნებს, რასაც ავტოპარკის ზრდა განაპირობებს. 2025 წლის იანვარ-სექტემბრის თვეების მონაცემებით, ქვეყანაში ჯამურად იმპორტირებულია ერთ მილიონზე მეტი ტონა ბენზინი და დიზელი, რაც წლიურ ჭრილში, თითქმის 10%-იან ზრდას წარმოადგენს.bp.ge
საერთაშორისო სანავთობო ბირჟებზე ფასების მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია შეინიშნება. დღეისათვის, 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 68 დოლარია. თუმცა, ფასი გასულ კვირებში 62 დოლარზეც იყო ჩამოსული. ანალიტიკოსების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში, ნავთობის ღირებულებამ შედარებით მოიმატა, სანავთობო ბირჟებისთვის ახლა მაინც საკმაოდ მშვიდი პერიოდია და ბოლო ერთწლიან პერიოდში ნავთობი, საშუალოდ, 10%-ით არის გაიაფებული.როგორც „ბიზნესპარტნიორს“ TBC Capital - ის გლობალური ბაზრების კვლევების უფროსმა რატი კალანდარიშვილმა განუცხადა, ძირითადი მიზეზი, რასაც დარგის ექსპერტები, ნავთობის ფასის სტაბილიზაციას უკავშირებენ, გაზრდილი წარმოებაა.„როგორც იცით, მიმდინარე წლის ზაფხულში ოპეკის ქვეყნებმა გაზარდეს მიწოდება, ამიტომ, ბაზარზე სანავთობო დეფიციტის და შესაბამისად, მისი გაძვირების მოლოდინი არ არის. მეტიც, მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები ელიან, რომ წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასი, დაბალ ნიშნულზე იქნება. მაგალითისთვის, „ჯეიპი მორგანი“ ნავთობის გლობალური ფასის დასტაბილურებას 63 დოლარზე ელის, „გოლდმან საქსი“ კი - 61 დოლარზე“, - აღნიშნა TBC Capital - ის გლობალური ბაზრების კვლევების უფროსმა.თუმცა, მისივე განმარტებით, საერთაშორისო სანავთობო ბირჟები მჭიდროდ არის დაკავშირებული მსოფლიოს გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ მოვლენებთან, ამიტომ, თუ სამხედრო, ან სავაჭრო კონფლიქტები, რომლებიც ისედაც მიმდინარეა და არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, კიდევ უფრო გამწვავდება, ამან შესაძლოა ნავთობის ფასის დამატებითი მერყეობები და ზრდა გამოიწვიოს.რაც შეეხება საქართველოს, აქ ნავთობპროდუქტების მოხმარება და შესაბამისად, ამ პროდუქტების იმპორტი, წლიდან წლამდე მზარდია. ბოლო მონაცემების მიხედვით, კერძოდ, 2025 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში, ქვეყანაში ჯამში 929 ათასი ტონა დიზელისა და ბენზინის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8%-ით აღემატება.ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდა, მჭიდრო კავშირშია ქვეყანაში ავტოპარკის ზრდასთან. როგორც ცნობილია, ამჟამად, საქართველოში მილიონ 900 ათასამდე ავტომობილია რეგისტრირებული და ეს მაჩვენებელი დღითი დღე იმატებს.როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვახტანგ იობაშვილმა განუცხადა, ნავთობპროდუქტების მოხმარების ზრდას ვერ აფერხებს ვერც საწვავზე პერიოდულად გაზრდილი ფასები.ვახტანგ იობაშვილი ფასებთან დაკავშირებით ამბობს, რომ საქართველოში ბოლო 1 თვეა, ბენზინის ღირებულება თითქმის არ შეცვლილა, დიზელი კი 5-10 თეთრით გაიაფდა.„თუმცა, საერთაშორისო გლობალურ ბირჟებზე მიმდინარე მოვლენებიდან და ბარელი ნავთობის ფასის კლებიდან გამომდინარე, ველოდებით, რომ უახლოეს პერიოდში, საქართველოში ბენზინი გაიაფდება. ამას ხელს შეუწყობს ისიც, რომ ბოლო დროს, ლარის კურსი დოლართან მიმართებით სიმყარეს ინარჩუნებს“, - განმარტა იობაშვილმა.ცნობისთვის, საქართველო ბენზინის იმპორტს, ძირითადად, ისეთი ევროპული სახელმწიფოებიდან ახორციელებს, როგორებიცაა - ბულგარეთი, რუმინეთი, კვიპროსი, მალტა და საბერძნეთი. ვინაიდან, რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა და ის ძალაში 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით იქნება. რაც შეეხება დიზელს - მისი იმპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით კვლავ რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ხორციელდება.bp.ge
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი გაიზარდა0,02 – 1,46 ევროთი/ლიტრაზე, დიზელის საწვავის საშუალო ფასი არ შეცვლილა - 0.00 – 1,39 ევროთი/ლიტრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ნიდერლანდებში, დანიაში და ისლანდიაშია. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს."31 ივლისის მდგომარეობით, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 2,13 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.30 ევროს, დიზელის საწვავი - 1,91 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,76 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,97 ევროს, დიზელის საწვავი - 1,70 ევროს; ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,63 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,72 ევროს, დიზელის საწვავი - 1.57 ევროს;ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინი - 0,636 ევრო, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,68 ევრო , A-98 მარკის ბენზინი - 0,90 ევრო, დიზელის საწვავი - 0,78 ევროს.ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ:სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს - 1.095 ევროს, A-95 მარკის ბენზინი - 1,16 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.55 ევროს , დიზელის საწვავი - 1.14 ევროს;აზერბაიჯანში - A-92 მარკის ბენზინი -0,567 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,83 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,19 ევროს; დიზელის საწვავი - 0,52 ევროს;უკრაინაში - A-92 მარკის ბენზინი - 1,217 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,24 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.33 ევროს, დიზელის საწვავი - 1.18 ევროს;თურქეთში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,10 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.11 ევროს, დიზელის საწვავი - 1.15 ევროს.მოლდავეთში - A-92 მარკის ბენზინი - 1,158 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 1,17 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,52 ევროს, დიზელის საწვავი - 1,04 ევროს.ბელორუსიაში - A-92 მარკის ბენზინი - 0,730 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 0,76 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,82 ევროს, დიზელის საწვავი - 0,76 ევროს.ცნობისათვის, საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს - A-92 მარკის ბენზინი - 0,995 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1.03 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.16 ევროს; დიზელის საწვავი - 1.01 ევროს.
სოკარი აგრძელებს ახალ სტანდარტებზე გადასვლას და მომხმარებლებისთვის თანამედროვე გამოცდილების შექმნას. განახლებული ავტოგასამართი სადგური დავით აღმაშენებლის ხეივანში უკვე შავი კონცეფციის დიზაინით ხვდება მძღოლებს – მინიმალისტური ესთეტიკა, კომფორტული გარემო და ტექნოლოგიური ინოვაციები ერთ სივრცეშია თავმოყრილი. ამავე ობიექტზე განახლდა WAY MART-ის სუპერმარკეტიც, სადაც მყუდრო გარემოში წარმოდგენილია მრავალფეროვანი არჩევანი და კომფორტული, სწრაფი მომსახურება.განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკომეგობრული ტრანსპორტის მიმართულებასაც. ახალ, შავი კონცეფციის ავტოგასამართ სადგურზე დამონტაჟდა ელექტროდამტენი. ზოგადად, ელექტროძრავიანი ტრანსპორტისთვის ინფრასტრუქტურის განვითარება სოკარის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ სოკარი იყო პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც 2017 წელს დანერგა EV დამტენების სერვისი ავტოგასამართ სადგურებზე.დღესდღეობით კომპანიას აქვს 20 ელექტროდამტენი, რომლებიც 15 სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზეა განთავსებული. სოკარი ასევე პირველი იყო საქართველოში, ვინც საკუთარ ავტოგასამართ სადგურებზე მზის პანელების დამონტაჟება დაიწყო. ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ადასტურებს კომპანიის ერთგულებას ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების მიმართ.სოკარი უკვე ოპერირებს შავი კონცეფციის 3 ავტოგასამართი სადგურით და 2025 წელს დაგეგმილია კიდევ ორი ახალი ობიექტის გახსნა. ეს ინიციატივა წარმოადგენს კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმაში გათვალისწინებულ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულიინფრასტრუქტურის გაფართოებასა და პრემიუმ ხარისხის გამოცდილების დანერგვას საქართველოს მასშტაბით.
საერთაშორისო სანავთობო ბირჟებზე 2025 წლის დასაწყისიდან, ფასების კლების ტენდენციაა და ეს პროცესი ახლაც გრძელდება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Galt & Taggart-ის ფინანსური ბაზრების ასოცირებულმა მკვლევარმა სერგი ყურაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამჟამად, 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება 70 დოლარს შეადგენს.„გლობალურ ბირჟებზე ნავთობის ფასის შემცირება ორმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა. პირველი ფაქტორი - აშშ-ს პრეზიდენტის სატარიფო გადაწყვეტილებას უკავშირდება. როგორც იცით, დონალდ ტრამპი სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა მოცულობის ტარიფებს უწესებს და ამ ქვეყნებს შორისაა: როგორც ჩინეთი, მექსიკა და კანადა, ისე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. შედეგად, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ტარიფები გაართულებს სავაჭრო ურთიერთობებს, რაც გამოიწვევს ბიზნესაქტივობის შემცირებას, რაც თავის მხრივ შეამცირებს ნავთობის მოხმარებას. დაბალი მოხმარების გამო კი, დაიკლებს ფასები. მეორე ფაქტორი, რასაც ანალიტიკოსები, ნავთობის საერთაშორისო ბირჟებზე ფასების ვარდნას უკავშირებენ, მიწოდების ზრდის მოლოდინია. კერძოდ, ოპეკი პლუსის წევრმა ქვეყნებმა აპრილიდან ნავთობის წარმოების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს, რაც მიწოდებასაც გაზრდის და ფასებზე კლების კუთხით ზეწოლა ექნება. ჯამში, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები ვარაუდობენ, რომ 2025 წლის განმავლობაში, 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება 65-75 დოლარის ფარგლებში იქნება“, - აღნიშნა სერგი ყურაშვილმა.რაც შეეხება ქართულ ბაზარს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში ამბობს, რომ გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე ამბებს და ფასების კლებას, ჯერჯერობით, ასახვა არ ჰქონია ქართულ ბაზარზე და აქ ფასები, იანვრის ბოლოდან მოყოლებული, სტაბილურ ნიშნულზე ნარჩუნდება.ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში, ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 236 ათას ტონას გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 21,5%-ით აღემატება. საქართველოში ბენზინის დიდი ნაწილი ისეთი ევროპული სახელმწიფოებიდან შემოდის, როგორებიცაა - ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი და ბელარუსი. დიზელის ძირითადი მომწოდებელი კი რუსეთი და აზერბაიჯანია.bp.ge
"მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა" - BBC
"ჩინური კომპანიები ქართული ენერგეტიკული ბაზრით აქტიურად ინტერესდებიან" - მამუკა მიქაშავიძე
საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება გაიზარდა, ქვანახშირის კი შემცირდა - "საქსტატი"
სემეკმა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა
მთავრობა მესტიაში უკანონო კრიპტომაინინგის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს