საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა „წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმის” პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.გიორგი ფანგანმა პანელური დისკუსიის ფარგლებში ისაუბრა წყალმომარაგების სექტორში გრძელვადიანი და მოკლევადიანი ინვესტიციების მიზნობრიობის შესახებ. სემეკის წევრმა ყურადღება გაამახვილა უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგებისათვის ინფრასტრუქტურის განახლების აუცილებლაბაზე. გიორგი ფანგანის თქმით, წყალმომარაგების სექტორში არსებული გამოწვევების აღმოფხვრა საჭიროებს კომპლექსურ და სტრატეგიულ მიდგომებს, რაზეც მარეგულირებელი კომისია სისტემატურად მუშაობს."სექტორი დღეს დგას რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მოძველებული ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროებს ეტაპობრივ განახლებას. პარალელურად იზრდება მოსახლეობის მოთხოვნა მომსახურებაზე, რაც დამატებით დატვირთვას ქმნის სისტემაზე. ტექნოლოგიური განვითარება, გარემოსდაცვითი მოთხოვნები და ფინანსური რესურსების ეფექტიანი მართვა ასევე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამ პირობებში მარეგულირებლის როლი კიდევ უფრო იზრდება. მისი ამოცანაა ინტერესთა ბალანსის დაცვა მომხმარებელსა და ოპერატორებს შორის, საინვესტიციო ვალდებულებების მონიტორინგი, მომსახურების ხარისხის კონტროლი და სექტორის გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია რომ მარეგულირებლის მიზანი არ არის რომელიმე კომპანიის მხარდაჭერა. მიზანია სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება, მომხმარებლის ინტერესების დაცვა და სექტორის სტაბილური განვითარება. თუ საინვესტიციო პოლიტიკა სწორად განხორციელდება და გაგრძელდება გრძელვადიანი ხედვის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, მომსახურების ხარისხის ზრდა და ტექნიკური პრობლემების შემცირება. ეს თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს როგორც ეკონომიკაზე, ისე მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე.შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ წყალმომარაგების სექტორი საჭიროებს მუდმივ, თანმიმდევრულ და სტრატეგიულ ინვესტიციებს.გრძელვადიანი ხედვა არის კრიტიკული, ხოლო სტრატეგიული ინვესტორების მონაწილეობა ზრდის განვითარების შესაძლებლობას. მარეგულირებლის როლი კი არის უზრუნველყოს, რომ ეს განვითარება იყოს სტაბილური, სამართლიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული,”- აღნიშნა გიორგი ფანგანმა.სემეკის წევრთან, გიორგი ფანგანთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ვინსტონ იუ , მსოფლიო ბანკის წყლის პრაქტიკის მენეჯერი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ანდრია ბასილაია, თბილისის მერის მოადგილე, ნინო ლაცაბიძე - რუსთავის მერი, ხოსე მიგელ სანტოსი - GWP-ის გენერალური დირექტორი. დისკუსიას მოდერატორობას უწევდა, ისიდორო მარბანი - Aqualia-ს ფინანსური დირექტორი.თბილისში, 10-11 თებერვალს “წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმი“ მიმდინარეობს. მაღალი დონის ფორუმი აერთიანებს მთავრობის წარმომადგენლებს, მარეგულირებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ოპერატორებსა და დარგის ექსპერტებს, რათა განიხილონ წყლის სტრატეგიული პოლიტიკა, ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, მარეგულირებელი ჩარჩოები, საინვესტიციო და სატარიფო პოლიტიკების ურთიერთკავშირი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ფორუმი ორგანიზებულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ და ხორციელდება საერთაშორისო გამოცდილების მქონე წამყვანი გლობალური წყლის ოპერატორის, Aqualia-ს მხარდაჭერით.
იტალიამ, ალბანეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ადრიატიკის ზღვაში განახლებადი ენერგიისთვის წყალქვეშა კაბელის გაყვანას ითვალისწინებს.პროექტის ღირებულება, სულ მცირე, ერთ მილიარდ ევროს შეადგენს.ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აბუ-დაბიში მომავლის ენერგეტიკის სამიტზე განაცხადა.„ჩვენ მტკიცედ გვჯერა ამ პროექტის, რომელშიც ჩართულია ჩვენი სამი მთავრობა, ასევე ჩვენი კერძო სექტორი და ქსელის ოპერატორები“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.სამმხრივი პარტნიორობა ითვალისწინებს მწვანე ენერგიის წარმოებას ალბანეთში და წყალქვეშა კაბელებით იტალიაში ექსპორტს.ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას თქმით, პროექტის მონაწილეები არიან იტალიური ოპერატორი კომპანია Terna და არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული ენერგოკომპანია Taqa.როგორც ალბანეთის ლიდერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურა დააკავშირებს ალბანეთის, ვლორეს პორტს იტალიის, აპულიის რეგიონთან და მისი ამოქმედება უახლოეს სამ წელში იგეგმება.1tv.ge
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების - შპს „თბილისი ენერჯის“, სს „საჩხერეგაზის“, სს „ენერგოკავშირის“ შპს „სოკარჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზისა“ და შპს „თელავგაზის “ მიერ 2025-2029 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმებიშეითანხმა. ჯამში, კომპანიების მიერ 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა 295,174,942 ლარს შეადგენს. კომპანიების მიერ სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ქსელის საიმედოობის/მდგრადობისა და ეფექტიანი ოპერირების ხელშეწყობა, უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფა, ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის მოწესრიგება და დანაკარგების შემცირება.შპს „თბილისი ენერჯი“ 2025-2029 წლებში173,085,793 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კომპანია უზრუნველყოფს ქ. თბილისში გამანაწილებელი ქსელისსაიმედოობასთან, მდგრადობასა და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებას. სს „საჩხერეგაზის“ მიერ 2025-2029 წლებშიგანსახორციელებელი საინვესტიციო მოცულობა 396,572ლარს შეადგენს, ხოლო სს „ენერგოკავშირი“ 2025-2029წლებში განახორციელებს 279,690 ლარის ინვესტიციას. კომისიასთან შეთანხმებული პროექტების შესაბამისად, კომპანიების მიერ უზრუნველყოფილი იქნება ამორტიზებული მრიცხველების ახლით ჩანაცვლება.შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ 2025-2029 წლებში 52,289,681 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, სს „საქორგგაზი“ – 65,549,206 ლარის, ხოლო შპს „თელავგაზი“ – 3,574,500 ლარის ინვესტიციას. საინვესტიციო პროექტები მოიცავს ქსელის საიმედოობასთან, მდგრადობასა და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, 2024 წლის ივლისის თვის მდგომარეობით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ მოხდა „მტვარი ჰესის“ პროექტის 100%-იანი წილის გასხვისება. აღნიშნული პროექტი შეიძინა ქართულმა კომპანიამ სს „ჰიდროჯენიუსმა“, რომელიც გაარძელებს პროექტის მშენებლობის დასკვნით სამუშაოებს."მტკვარი ჰესი, ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია საქართველოს ჰიდროენერგიის მიმართულებით. პროექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე 54.1 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 259.8 მლნ კვტ.სთ. მტკვარი ჰესის მშენებლობის ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი ეტაპი 2020 წლის თებერვლის თვის დასაწყისში შესრულდა, რაც გულისხმობდა Double Shield TBM-ით გაყვანილი ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გვირაბის ექსკავაციის დასრულებას.როგორც მოგეხსენებათ, ყველა კერძო საინვესტიციო ფონდის ინტერესი ინვესტიციის განხორციელება და შემდეგ სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით კომპანიის საინვესტიციო წილს გასხვისებაა. ჩვენ რამდენიმე პროექტში სწორედ ამ ეტაპზე მივედით და ვაწარმოეთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ინვესტორებთან. “მტკვარი ჰესის” პროექტის გასხვისებაც სწორედ ამის მაგალითია,"-აღნიშნულია ფონდის მიერ "ბიზნესპარტნიორისთვის" გამოგზავნილ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2014 წელს თანაინვესტირების ფონდმა მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული პროექტი სრულად შეისყიდა და მშენებლობა განაახლა.აღნიშნული პროექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე 54.1 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 259.8 მლნ კვტ.სთ. აღსანიშნავია, რომ პროექტის სავარაუდო წლიური გამომუშავება შეადგენს საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების 1.8% -ს (2022 წელს 14.2TWh). 2020 წლის თებერვლის თვის დასაწყისში, „მტკვარი ჰესის“ ფარგლებში, საქართველოში Double Shield TBM-ით გაყვანილი ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გვირაბის ექსკავაცია დასრულდა, გვირაბის სიგრძე 9,6 კმ-ია, ხოლო ექსკავაციის დიამეტრი 6 მეტრი.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ადგილზე შეაფასა წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე სამუშაოები, რომელზეც სემეკი მონიტორინგს 16 ივნისიდან ახორციელებს.სემეკის თავმჯდომარემ ტექნიკური საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელი პირებისგან, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი მაგისტრალური მილსადენის აღდგენით სამუშაოებში. „ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ სამუშაოები ხორციელდება 24 საათიან რეჟიმში. სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტი მონიტორინგს უწევს პროცესის ინტენსივობასა და ხარისხს. კომპანიამ გამოიყენა ყველა შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს სამუშაოები და სრულად აღდგეს წყალმომარაგება. სრულად გასაგებია მოსახლეობის მწვავე რეაქცია წყალმომარაგების საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებით. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 24 საათიან რეჟიმში მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას წყალმომარაგების განრიგისა და სასმელი წყლის ცისტერნების განთავსებასთან დაკავშირებით.2023 წლის დეკემბერში, კომისიამ შეითანხმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტები და განისაზღვრა სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება პრობლემურ და მწვავე ლოკაციებზე. პროექტების შეთანხმებისას, წიწამურთან არსებული მილსადენი სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ საჭიროებდა. შესაბამისად, საინვესტიციო გეგმის ფარგლებში მილსადენზე სამუშაოების განხორციელება დღის წესრიგში არ დამდგარა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. დავით ნარმანიასთან ერთად წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს სემეკის წევრებმა და სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება - „შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური დეტალური შესწავლა“ (ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის მეშვეობით მრავალფაზიანი პროგრამული მიდგომის I ფაზა).შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.პროექტის განსახორციელებლად IBRD-ის მიერ გამოყოფილი იქნება 32,400,000 ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი სესხის სახით.პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკურ და გეოტექნიკურ დეტალურ შესწავლას, ასევე ტექნიკურ დახმარებას, ინსტიტუციურ, იურიდიულ და ფინანსურ საკითხებში. პროექტს განახორციელებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“.სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა ასევე ხელი მოაწერეს საპროექტო შეთანხმებას.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევასთან დაკავშირებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ თბილისსა და ზუგდიდში წინასაპროექტო დოკუმენტაციის საჯარო განხილვები გამართა.სსე-ს ინფორმაციით, შეხვედრებს დაესწრნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, კერძო სექტორის, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.საჯარო განხილვებზე პრეზენტაციები წარადგინეს სსე-ის წარმომადგენლებმა და იტალიური საკონსულტაციო კომპანიის CESI ექსპერტებმა. პროექტის ზოგად მიმოხილვასთან ერთად, საუბარი შეეხო შავი ზღვის ფსკერის კვლევებისთვის დაგეგმილ მეთოდოლოგიებს, გარემოსა და სოციალურ საკითხებზე ზემოქმედების ტექნიკურ დავალებებსა და სხვა საკითხებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.მსოფლიო ბანკის დაფინანსებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას 2022 წლიდან ახორციელებს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები.
მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალ კაშხალს შორის შემავალმა „ენგურჰესმა“ ტურისტული დატვირთვა 2022 წლიდან შეიძინა. ამ პერიოდიდან მოყოლებული „ენგურჰესი“ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტუმრებს შთამბეჭდავი ტურებით ემსახურება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ენგური ატრაქცია ყოველდღიურად ვითარდება, რაც ტურისტების დამატებითი ნაკადის მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა. როგორც „ენგური ატრაქციას“ დირექტორი ნიკა ანთიძე აცხადებს, დიდი მოლოდინია იმის, რომ უახლოეს პერიოდში ადგილზე ვიზიტორების რიცხვი მკვეთრად გაიზრდება და ამაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.„მოგეხსენებათ, „ენგურჰესი“ ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი და ის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. „ენგურჰესი“ მსოფლიო მასშტაბით 10-ეულში შედის როგორც სიმაღლით, ისე ფართობით. ამიტომ მოლოდინები დიდია.ვვითარდებით ინფრასტრუქტურულად და განვითარება გულისხმობს, რომ ვიზიტორებისთვის გვაქვს კინოთეატრი, სადაც ვაჩვენებთ 9-წუთიან ფილმს „ენგურჰესის“ მშენებლობის ისტორიაზე. აქ ასევე ვაჩვენებთ ანიმაციას, იმაზე, თუ როგორ მუშაობს ჰესი. გვაქვს ასევე არაჩვეულებრივი მხატვრის ქეთი მელქაძის ნამუშევრების გამოფენა-გალერეა. გვაქვს სუვენირების მაღაზიები, კაფეები. ასევე ემოციების გამოხატვის ოთახი. სულ ცოტა ხანში ამუშავდება კედელზე ჩოხის ატრაქცია. უკვე შემოგვეხმიანენ ადამიანები, რომელთაც ზიპლაინის მოწყობა უნდათ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ საინტერესო გავხადოთ ჩვენთან სტუმრობა და ველით, რომ ვიზიტორების რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება“, - აცხადებს ნიკა ანთიძე.ნიკა ანთიძის განცხადებით, ატრაქცია ნელ-ნელა სულ უფრო საინტერესო ხდება როგორც ვიზიტორებისთვის ასევე ინვესტორებისთვის.„2018 წელს შეიქმნა პროექტი, რომელიც „ენგურჰესის ატრაქცია“ მსოფლიო დონის ობიექტად უნდა ექცია. ამ პროექტის ღირებულება 100 მლნ ლარი იყო. მე ცოტა სხვანაირად შევხედე პროცესს, რადგან ვიფიქრე, რომ ჯერ უცნობ ლოკაციაში ამ თანხის ჩადება ლოგიკური არ იყო. მთავარ მიზნად დავისახეთ ცნობადობის გაზრდა და ამას უკვე გარკვეულ დონეზე მივაღწიეთ. ჩვენი ობიექტი უკვე საინტერესოა ინვესტორებისთვის. მაგალითად ზიპლაინის გააკეთებს ინვესტორი, რომელიც თავად დაგვიკავშირდა და შემოგვთავაზა თანამშრომლობა. ჩვენ შევთანხმდით და უკვე მომავალი წლის გაზაფხულზე ვფიქრობ, რომ უკვე ზიპლაინი ამოქმედდება.რაც შეეხება კედელზე ცოცვას, ეს უკვე წელსვე იქნება ვიზიტორებისთვის შეთავაზებული.ასევე იგეგმება გარე ნაწილში ლიფტების გაკეთება და სხვადასხვა საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტები“, - აღნიშნა ნიკა ანთიძემ.აქვე შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივნისიდან დღემდე „ენგური ატრაქციამ“ ჯამში 110 000 ვიზიტორს უმასპინძლა.
საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ჩინურ Huawei Technologies-სთან თანამშრომლობა განიხილება - ენერგეტიკული ორგანიზაციების წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ჩინეთში, ქალაქებში შანხაისა და შენჟენში იმყოფებოდნენ.ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის ცნობით, ვიზიტი განხორციელდა მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნიკური კომპანიის Huawei Technologies-ის ორგანიზებით. “ჩინური გლობალური კომპანიის საქმიანობა სატელეკომუნიკაციო ქსელების გამართვას, ოპერაციულ და საკონსულტაციო მომსახურებას, ტექნიკური აღჭურვილობისა და საკომუნიკაციო მექანიზმების წარმოებას უკავშირდება. ვიზიტის მიზანს ქართული მხარისთვის Huawei Technologies Co.,Ltd-ს მიერ ენერგეტიკის მიმართულებით შემუშავებული ინოვაციების, სექტორის უახლესი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვის შესაძლებლობების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი, საიმედო მექანიზმების, განახლებადი ენერგიების წარმოებული ელექტროენერგიის შემნახველი უახლესი ტექნოლოგიების წარდგენა და შესაბამისი კონსულტაციები წარმოადგენდა. ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განხორციელებულმა შეხვედრებმა, ინოვაციების გაცნობამ, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორსა და გლობალურ ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები გამოკვეთა” - აცხადებენ ორგანიზაციაში.ესკოს გენერალურ დირექტორთან ერთად, ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელები და მენეჯმენტის წარმომადგენლები.
წყალმომარაგების სექტორი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს, რომელსაც სემეკი 2007 წლიდან არეგულირებს. მარეგულირებელი კომისიის ძირითად ფუნქციებში შედის წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის გაცემა, წყალმომარაგების ლიცენზიატებისთვის ტარიფების დადგენა, მიწოდებისა და მოხმარების წესების დადგენა, საინვესტიციო პროექტების შეთანხმება, სალიცენზიო პირობების შესრულების მონიტორინგი და ა.შ.უნდა აღინიშნოს, რომ კომისია ცდილობს სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. შესაბამისად, უკანასკნელი წლების განმავლობაში გატარდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელთა შორისაა: დარგში განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება; ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილება; სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების მეთოდოლოგიის შემუშავება; ანგარიშგების ფორმებისა და სალიცენზიო პირობების მონიტორინგის პრინციპების ცვლილება; ახალი ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებული რეგულაციების ცვლილება. ამასთან, 2017 წელს შემუშავდა და დამტკიცდა „სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესები“, 2019 წელს კი – „წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესები“, დადგინდა ტარიფები და ლიცენზიატი საწარმოების სალიცენზიო საქმიანობის მონიტორინგის განხორციელებისათვის საჭირო ანგარიშგების ფორმები, რამაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მონიტორინგის მექანიზმები.აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში წყალმომარაგების სექტორში ოპერირებს წყალმომარაგების 8 ლიცენზიატი. წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ლიცენზიატებიდან 1 წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოს, 5 - მუნიციპალურს და 2 - კერძო საკუთრებაში არსებულს. მოსახლეობის 68.1%-ის (2 მილიონ ადამიანზე მეტი) სასმელი წყლით წყალმომარაგებას უზრუნველყოფენ წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიები, ხოლო 31.9 %-ის (მილიონ ადამიანზე მეტი) წყალმომარაგებით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ვალდებულებას წარმოადგენს.
"მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა" - BBC
"ჩინური კომპანიები ქართული ენერგეტიკული ბაზრით აქტიურად ინტერესდებიან" - მამუკა მიქაშავიძე
საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება გაიზარდა, ქვანახშირის კი შემცირდა - "საქსტატი"
სემეკმა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა
მთავრობა მესტიაში უკანონო კრიპტომაინინგის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს