საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის ინფორმაციით, მთლიანად უნივერსიტეტი იცვლება, განსაკუთრებით კი, ენერგეტიკული ფაკულტეტის სტუდენტებს, ინფრასტრუქტურულად გამართული, ახალი  ფაკულტეტი ექნებათ.

როგორც გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ დავით გურგენიძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნებისმიერ მსურველ აბიტურიენტს  ელოდებიან.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთოდ ყველა აბიტურიენტს ველოდებით. გუშინ, ჩვენი უნივერსიტეტის სპორტული სიდიადე აღდგა და საქართველოს ჩემპიონები ფრენბურთში, ისევ გავხდით! ყველას მინდა მივულოცო, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოვლენა იყო.

მათ ხვდებათ ახალი ლაბორატორიები,კვალიფიციური პედაგოგები, რომლებმაც აღზარდეს მრავალი თაობა და,  ეს ქვეყანა ააშენეს. ჩემო ძვირფასო შვილებო, მეგობრებო, კოლეგებო, მინდა გითხრათ, რომ ეს ქვეყანა - საქართველო, რომელიც პატარაა, მაგრამ ამაყია, არის ამ უნივერსიტეტის მიერ აშენებული. 70 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში არავინ არ შემოდიოდა,არც ახლა იკლავენ თავს, რამეთუ ისევ ის კადრები მუშაობენ, ვინც ამ უნივერსიტეტმა აღზარდა.  ჩვენთან, როგორც საინჟინრო, ასევე ჰუმანიტარული დარგები განვითარებულია.

მინდა გამცნოთ, რომ ახალგაზრდა ინჟინერთა ევროპული კონგრესი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სექტემბერში ჩატარდება, ასევე ტარდება საერთაშორისო კონგრესები ჰუმანიტარულ დარგებში. პოტენციურ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, სხვადასხვა, კლუბებში დასაქმების - უნივერსიტეტი ხელს ყველანაირად შეგიწყობთ...

მინდა გამოვყო ენერგეტიკა -  საქართველოს ელექტროსისტემის ხელმძღვანელი, ვანო ზარდიაშვილი, რომელიც ჩვენი კურსდამთავრებულია, სათავეში ჩაუდგა საქმეს, რომლის ფარგლებშიც, ენერგეტიკული კომპანიები ფონდს გააკეთებენ. შედეგად, სტუდენტებს  ინფრასტრუქუტურულად ახალი ენერგეტიკული ფაკულტეტი ექნებათ.  მთლიანად უნივერსიტეტი იცვლება, სპორტული მოედნებისა და სარეკრეაციო ზონების მშენებლობა მიმდინარეობს. შესაბამისად,  სტუდენტებს  გულგახსნილები ველოდებით“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.